ავტორიზაცია

ატლეტიკო რივერ პლეიტის ურუგვაელი ტალანტით ინტერესდება

ატლეტიკო რივერ პლეიტის ურუგვაელი ტალანტით ინტერესდება
თარიღი 12 აპრ 2021, 21:55

"რივერ პლეიტის" თავდამსხმელი, მატიას არეზო შეიძლება "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდეს, წერს Goal.com.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემასთან ინტერვიუში ფეხბურთელის მამამ დაადასტურა, რომელიც ამასთანავე მისი აგენტიცაა.

ამ ეტაპზე, არეზოს კომპენსაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ტრანსფერი ზაფხულში უნდა დაიხუროს.

მიმდინარე სეზონში 18 წლის ურუგვაელმა კლაუსულაში 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.