ავტორიზაცია

ვესტ ჰემში ათამაშებულ ლინგარდს მსურველების რიგი უდგას

ვესტ ჰემში ათამაშებულ ლინგარდს მსურველების რიგი უდგას
თარიღი 13 აპრ 2021, 13:01

ESPN-ის ცნობით, "ვესტ ჰემ იუნაიტედის" შემტევ ნახევარმცველს, ჯესი ლინგარდს მსურველების მართლაც რომ რიგი უდგას.

ინგლისელი ფლეიმეიქერით დაინტერესებულია "პარი სენ-ჟერმენი", მილანის "ინტერი", ლონდონის "არსენალი" და შესაძლოა მადრიდის "რეალიც" კი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ჰავბეკი "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა და ლონდონში ის განათხოვრების წესით თამაშობს.

აქვე დავამატებთ, რომ "ჩაქუჩების" თერთმეტიანი შესაძლოა გახდეს დეკლან რაისის ტრანსფერის ნაწილი, რომლითაც "წითელი ეშმაკები" ინტერესდებიან.

როგორი სტატისტიკა აქვს ლინგარდს ვესტ ჰემში გადასვლის შემდეგ?