ავტორიზაცია

"ჩემი გვარი უამრავ პრობლემას იწვევს", - ზიდანის შვილი

"ჩემი გვარი უამრავ პრობლემას იწვევს", - ზიდანის შვილი
თარიღი 13 აპრ 2021, 20:14

„რაიო ვალეკანოს“ გოლკიპერმა, ლუკა ზიდანმა, რომელიც ზინედინ ზიდანის შვილია, საკუთარი გვარით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

„არის დადებითი მხარეებიც და უარყოფითიც. აშკარაა, რომ ვამაყობ იმით, რაც მამაჩემმა გააკეთა და დღემდე აგრძელებს კეთებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი გვარი ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს. ამას ბავშვობიდან შევეჩვიე და ეს ფაქტი მივიღე.

ხალხი ფიქრობს, რომ იმიტომ თამაშობ, რადგან ვიღაცის შვილი ხარ. ამისგან მოდის უამრავი პრობლემა და მინუსი. ფეხბურთელებს პროგრესისა და ზრდის საშუალება მისი გვარის განურჩევლად უნდა მისცე.

ლეგენდების ფეხბურთელებს არ უნდა ექცეოდეს იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს. ბოლოს და ბოლოს, სასტარტოში ადგილს ის იღებს, ვინც უკეთ თამაშობს. გვერდიდან ადვილი სათქმელია, რომ შენ იმიტომ თამაშობ, რომ ვიღაცის შვილი ხარ. შენი სიტუაციის და თვისებების შესახებ არავინ იცის.“ - აღნიშნა ლუკამ Footmercato.

გარკვეული დროის მანძილზე ლუკა ზიდანი „რეალში“ სარეზერვო გოლკიპერის სტატუსსაც ატარებდა, თუმცა გუნდი გასული სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.