ავტორიზაცია

"მანჩესტერის ადგილას, დაუფიქრებლად გავყიდიდი", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელის რჩევა წითელ ეშმაკებს

"მანჩესტერის ადგილას, დაუფიქრებლად გავყიდიდი", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელის რჩევა წითელ ეშმაკებს
თარიღი 13 აპრ 2021, 20:48

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფორვარდმა, ენდი კოულმა, ჯესი ლინგარდის სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად იჯარით „ვესტ ჰემში“ ასპარეზობს.

„ვესტ ჰემში გადასვლის შანსი ლინგარდმა ფანტასტიკურ დროს მიიღო და ამ შანსს ორივე ხელით ჩაეჭიდა. ახლა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:

ფეხბურთელი დაიბრუნოს, ან იმაზე ძვირად გაყიდოს, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ადგილას, მას გავყიდიდი. ჯესი რომ ვიყო, მეც წასვლა და უფრო დიდი სათამაშო დრო მენდომებოდა, ესეც აშკარაა.“ - აღნიშნა კოულმა.

„ვესტ ჰემში“ გადასვლის შემდეგ, ლინგარდმა პრემიერ ლიგის 9 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვადასხვა წლებში, ინგლისელი იჯარით „დერბიში“, „ბრაიტონში“, „ბირმინგემსა“ და „ლესტერში“ ასპარეზობდა. „მანჩესტერთან" კონტრაქტი მას 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ის მანკუნიანელთა აღზრდილია.

"ჩემი მანჩესტერში მუშაობის დროს, გუნდში მხოლოდ 4 მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო", - ფერგიუსონი