ავტორიზაცია

მარცხის მიუხედავად, ჩელსი 1/2-ფინალში გავიდა და რეალი-ლივერპულს შორის გამარჯვებულს ელოდება [VIDEO]

მარცხის მიუხედავად, ჩელსი 1/2-ფინალში გავიდა და რეალი-ლივერპულს შორის გამარჯვებულს ელოდება [VIDEO]
თარიღი 14 აპრ 2021, 00:54

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ¼-ფინალში „პორტუმ“ „ჩელსი“ მინიმალურად, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა ნეიტრალურ არენაზე გაიმართა - დაპირისპირებას სევილიური სტადიონი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა, ისევე, როგორც პირველი მატჩი.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა „ჩელსიმ“ ნომინალური სტუმრის სტატუსით 2:0 მოიგო, დღევანდელ მატჩს საკმაოდ მშვიდი განწყობით მიუდგა და ბოლო წუთებზე გაშვებული ერთადერთი გოლის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გავიდა.

½-ფინალში „ჩელსის“ მეტოქე კი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის გამარჯვებული შეხვდება. პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის მადრიდში „სამეფო კლუბმა“ 3:1 მოიგო.