ავტორიზაცია

ლაიფციგმა მონაკოს მცველის კონტრაქტი შეისყიდა

ლაიფციგმა მონაკოს მცველის კონტრაქტი შეისყიდა
თარიღი 14 აპრ 2021, 12:07

ბენჟამინ ჰენრიქსმა "ლაიფციგთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

24 წლის მცველი, რომელიც აქამდე "ლაიფციგში" "მონაკოდან" იჯარით ირიცხებოდა, კლუბში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჰენრიქსმა 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.