ავტორიზაცია

არსენალსა და ლესტერს სელტიკის თავდამსხმელი სურთ

არსენალსა და ლესტერს სელტიკის თავდამსხმელი სურთ
თარიღი 14 აპრ 2021, 12:15

"სელტიკის" თავდამსხმელმა, ოდსონ ედუარმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Telegraph.

გავრცელებული ცნობით, 23 წლის ფრანგისთვის "არსენალი" იბრძვის.

ლონდონურ კლუბს ახალგაზრდა ფორვარდისთვის ბრძოლაში კონკურენციას "ლესტერი" გაუწევს.

მიმდინარე სეზონში ედუარმა შოტლანდიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.