ავტორიზაცია

3 ევროპული გრანდი საქმეში - ლინგარდს მსურველთა რიგი უდგას

3 ევროპული გრანდი საქმეში - ლინგარდს მსურველთა რიგი უდგას
თარიღი 14 აპრ 2021, 12:19

"ვესტ ჰემის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა, რომლის კონტრაქტიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, კარიერა შეიძლება ტოპ-კლუბში გააგრძელოს, წერს ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელისთვის "პსჟ", "რეალი" და "ინტერი" იბრძვიან.

როგორც აღინიშნება, ზემოთნახსენები გრანდები ლონდონურ კლუბში ლინგარდის თამაშით მოხიბლულები არიან.

მიმდინარე სეზონში ლინგარდმა "ვესტ ჰემის" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.