ავტორიზაცია

მიქაუტაძის კარიერაში პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი

მიქაუტაძის კარიერაში პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი
თარიღი 14 აპრ 2021, 13:45

პროქსიმუს ლიგაში ბომბარდირთა რბოლა მიდის საკმაოდ დაძაბულად: 19-19 გოლით პირველ ადგილს გიორგი მიქაუტაძე და დანტე ვანზიე იყოფენ.

სენ-ჟილის "როიალ უნიონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელგიელმა თავდამსხმელმა მიიღო ტრავმა და სეზონი მისთვის უკვე დასრულდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველმა ფორვარდმა ჩამოიშორა მთავარი კონკურენტი, რომელიც მას ბელგიის მეორე დივიზიონის მთავარ გოლეადორობაში ეცილებოდა.

პროქსიმუს ლიგის დასრულებამდე რჩება ორი ტური და როგორც ვხედავთ, "სერენის" შემტევს ერთპიროვნული ლიდერობისთვის მინიმუმ ერთი ბურთი სჭირდება.

ბრიუსელური გუნდის სტრაიკერს თუ არ ჩავთვლით, ჟორჟის უახლოესი მდევარი არის დენიზ უნდავი, რომელსაც სამი გოლით ნაკლები აქვს.

როგორც ვხედავთ, 20-წლის წინახაზელი კარიერაში პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებასთან ძალიან ახლოს არის.

მიქაუტაძის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი - სატრანსფერო ჭორი, ვარაუდი და უკვე დადასტურებული ინფორმაცია

მე-19 გოლი სეზონში - მიქაუტაძემ ბელგიაში კვლავ გაიტანა