ავტორიზაცია

"ამ წარმოუდგენელ უპატივცემლობას არ აპატიებენ", - რიო ფერდინანდი ჯესი ლინგარდის მომავალზე საუბრობს

"ამ წარმოუდგენელ უპატივცემლობას არ აპატიებენ", - რიო ფერდინანდი ჯესი ლინგარდის მომავალზე საუბრობს
თარიღი 14 აპრ 2021, 16:47

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ჯესი ლინგარდის „არსენალში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

ამჟამად, ინგლისელი შემტევი იჯარით „ვესტ ჰემში“ ასპარეზობს.

„არსენალის გულშემატკივრები ამას ვერ მოითმენენ. მათ ჯერ კიდევ ახსოვთ „მთვარის სიარული“, რომელიც მან მათი გუნდის კარში გატანილი გოლის შემდეგ განასახიერა. ფანები უბრალოდ გაცხარებულები იქნებიან, რადგან მან წარმოუდგენელი უპატივცემლობა გამოიჩინა.

მომისმინეთ, „ვესტ ჰემი“ მისთვის იბრძოლებს, ისევე როგორც სხვა გუნდები. მაგრამ, „არსენალში“ ის ნამდვილად არ გადავა.“ - აღნიშნა ფერდინანდმა.

ლინგარდმა 2019 წელს ინგლისის თასის 1/16-ფინალში „არსენალს“ გაუტანა და გოლი მაიკლ ჯექსონის სტილში, „მთვარის სიარულით“ აღნიშნა.

იანვრის ბოლოს „ვესტ ჰემში“ გადასვლის შემდეგ, ლინგარდმა პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 8 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

"მანჩესტერის ადგილას, დაუფიქრებლად გავყიდიდი", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელის რჩევა წითელ ეშმაკებს