ავტორიზაცია

ჩელსი - პორტუს მატჩში, ლეო მესის მიერ 2010/11-სეზონში დამყარებული რეკორდი გამეორდა

ჩელსი - პორტუს მატჩში, ლეო მესის მიერ 2010/11-სეზონში დამყარებული რეკორდი გამეორდა
თარიღი 14 აპრ 2021, 16:51

გუშინ, 13 აპრილს, „ჩელსიმ“ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „პორტუსთან“ წააგო, მაგრამ ნახევარფინალში მაინც გავიდა.

Goal.com-ის ინფორმაციით, ამ მატჩში „ჩელსის“ ამერიკელმა შემტევმა, კრისტიან პულიშიჩმა, ლეო მესის რეკორდი გაიმეორა, რომელიც არგენტინელს ჯერ კიდევ 2010/11-წლების სეზონში ჰქონდა დამყარებული.

კერძოდ, პულიშიჩის წინააღმდეგ „პორტუს“ ფეხბურთელები მხოლოდ ამ მატჩში 11-ჯერ დაჯარიმდა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე 10 წელია არ მომხდარა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც, სწორედ პულიშიჩი დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ“ თამაში მინიმალური ანგარიშით დათმო.

ამ სეზონში პულიშიჩმა ლონდონური გუნდის მაისურით 32 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 5 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

VIDEO: მიეცით ამ გოლს საუკეთესოს ჯილდო წინასწარვე! ტარემის საოცარი მაკრატელა ჩელსის კარში