ერთადერთი შემთხვევა, როცა რეალს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2+ ბურთით მოგება არ ეყო
დღევანდელ მატჩში „ლივერპულს“ „რეალის“ გარდა, მადრიდელთა სტატისტიკის დაძლევაც მოუწევთ.
როგორც OptaJose იტყობინება, მერსისაიდული გუნდი დღეს ურთულესი ამოცანის წინაშე იქნება, რადგან როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ პირველ მატჩში მოპოვებულ 2+ ბურთიან უპირატესობას არ ანიავებს.
კერძოდ, უშუალოდ ამ ტურნირზე, „რეალმა“ პლეი-ოფში პირველი მატჩი 2+ გოლით ისტორიაში 16-ჯერ მოიგო და აქედან 15-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.
ერთადერთი შემთხვევა, როცა მადრიდულ გუნდს პირველ მატჩში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობა არ ეყო - 2003/04-სეზოში მოხდა, როცა გუნდი სწორედ ¼-ფინალში „მონაკოსთან“ გავარდა. პირველი მატჩი მაშინ „რეალმა“ 4:2 მოიგო, მეორე კი 1:3 წააგო და გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მონეგასკები გავიდნენ.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ 2003/04-სეზონი არის ბოლო, როცა „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას ¼-ფინალიდან გამოეთიშა. მას შემდეგ, გუნდი ამ სტადიამდე ან ვერ მიდიოდა, ან ცდებოდა და ნახევარფინალში გასვლას ახერხებდა.