ავტორიზაცია

"მესიც მინახავს, რონალდინიოც, მაგრამ ის მსუქანი ბიჭი ყველას სჯობდა", - რეალის ლეგენდა

"მესიც მინახავს, რონალდინიოც, მაგრამ ის მსუქანი ბიჭი ყველას სჯობდა", - რეალის ლეგენდა
თარიღი 14 აპრ 2021, 18:44

მადრიდის „რეალის“ ექს-მცველმა, მიჩელ სალგადომ, ბრაზილიელი რონალდო, რონალდინიო და ლეო მესი შეადარა ერთმანეთს.

„რონალდუ არის ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვინც კი ოდესმე მინახავს. როცა ის „რეალში“ მოვიდა, მაშინ დავრწმუნდი, რომ მისნაირი თავდამსხმელი არასდროს მყავდა ნანახი.

მესიც ვნახე, რონალდინიოც, მაგრამ ეს მსუქანი ბიჭი ყველას სჯობდა.“ - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Mundo Deportivo.

სალგადო მადრიდის „რეალში“ 1999-2009 წლებში თამაშობდა, საიდანაც შემდეგ ინგლისურ „ბლექბერნში“ გადავიდა.

რაც შეეხება რონალდოს, მან „რეალში“ 2002-2007 წლები გაატარა და 104 გოლის გატანა მოასწრო.