ავტორიზაცია

"არ ვიცი, რა დავაშავე", - ტუხელმა პორტუს მწვრთნელს შეურაცხყოფა მომაყენა

"არ ვიცი, რა დავაშავე", - ტუხელმა პორტუს მწვრთნელს შეურაცხყოფა მომაყენა
თარიღი 14 აპრ 2021, 20:11

„პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო კონსეისაუმ, „ჩელსის“ მწვრთნელზე, თომას ტუხელზე ისაუბრა.

Record-ის ინფორმაციით, საფინალო სასტვენის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი კოლეგასთან მივიდა და მის მიმართ უცენზურო სიტყვები წარმოთქვა. მწვრთნელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მალევე ჩაცხრა.

„ამ ჯენტლმენმა, რომელიც ახლა გვერდით ოთახშია, შეურაცხყოფა მომაყენა. არბიტრს ვუთხარი, რომ სარეზერვო მსაჯმა ეს სიტყვები თავადაც გაიგო. სულ ესაა.“ - აღნიშნა კონსეისაუმ.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე „პორტუს“ მწვრთნელმა დაამატა: „იდეალურ ინგლისურს არ ვფლობ. არ ვიცი, რას უკავშირდება ასეთი რეაქცია. მასთან მატჩის დროს არც მილაპარაკია.“ 

¼-ფინალში „ჩელსიმ“ „პორტუს“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.