ავტორიზაცია

"მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი", - დემბელემ საყვარელი მწვრთნელი დაასახელა

"მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი", - დემბელემ საყვარელი მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 14 აპრ 2021, 20:48

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ არის მისი საყვარელი სპეციალისტი.

"ტომას ტუხელი ჩემი საყვარელი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი, სანამ ათიანის პოზიციაზე გადამიყვანდნენ".

"დორტმუნდში" რომ დარჩენილიყო, კლუბიდან წასვლაზე უარს ვიტყოდი", - ციტირებს დემბელეს სიტყვებს BeIN.

23 წლის ფრანგი "ბარსელონას" ღირსებას 2017 წლის აგვისტოდან იცავს. კატალონიაში იგი "დორტმუნდიდან" გადავიდა, სადაც სწორედ გერმანელ სპეციალისტთან ერთად მუშაობდა.

მოგეხსენებათ, დღეს, 14 აპრილს, ბორუსიელები ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო 1/4 ფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

"ახალ პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ", - უსმან დემბელემ ბარსელონასთან ახალ კონტრაქტზე ისაუბრა