ავტორიზაცია

[VIDEO] მე-15 გოლი მიმდინარე სეზონში: გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

თარიღი 14 აპრ 2021, 22:07

უნგრეთის თასის 1/2 ფინალის ეგიდით, ქართველი შემტევის, გიორგი ბერიძის "უიპეშტი" "კიშვარდას" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველი თავდამსხმელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე სწორედ ბერიძემ გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

გადამწყვეტ შეხვედრაში "უიპეშტი" "მტკ ბუდაპეშტისა" და "ფეჰერვარის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ცნობისთვის, "ფეჰერვარის" რიგებში სხვა ქართველი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ირიცხება, რომლის გუნდიც "მტკ ბუდაპეშტს" ხვალ, 15 აპრილს დაუპირისპირდება.

ბრწყინვალე შესრულება - ბერიძემ უნგრეთში მე-10 გოლი გაიტანა