ავტორიზაცია

"ხვიჩას აიაქსში ტრანსფერს ხელს არ ვუწყობ, ასეთი საქმეებით არ ვარ დაკავებული", - შოთა არველაძე

"ხვიჩას აიაქსში ტრანსფერს ხელს არ ვუწყობ, ასეთი საქმეებით არ ვარ დაკავებული", - შოთა არველაძე
თარიღი 14 აპრ 2021, 22:49

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ "რუბინის" შემტევ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას "აიაქსში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ აქვს.

მოგეხსენებათ, 1997 წლიდან 2001 წლამდე ლეგენდარული ქართველი ამსტერდამული კლუბის ღირსებას იცავდა.

"ხვიჩას მამასაც ბრწყინვალედ ვიცნობ და მის აგენტსაც. მაგრამ ასეთ გარიგებებში არ ვერევი, ასეთი საქმეებით არ ვარ დაკავებული. ხვიჩას "აიაქსში" ტრანსფერს ხელს არ ვუწყობ. ეს სიცრუეა".

"იმედი მაქვს, მისთვის ყველაფერი შესანიშნავად იქნება. როცა დრო მოვა, როცა გამოუვა, ევროპაში მაშინ ითამაშებს", - განაცხადა არველაძემ.

"აიაქსამდე", 20 წლის ქართველი "იუვენტუსს", "მილანს", "ატალანტას", "ნაპოლის", "ბაიერნს" და "დორტმუნდს" დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "რუბინში" "რუსთავიდან" 2019 წელს გადავიდა. ამ სეზონში მან რუსეთის პრემიერ ლიგის 21 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრებში ხვიჩას 2019 წლიდან იძახებენ და მან ამ პერიოდში უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო.

რეალურია თუ არა აიაქსის ინტერესი? ამსტერდამული გუნდის დირექტორი კვარაზე ღიად ალაპარაკდა