ავტორიზაცია

ლუიშ ფიგუმ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლუიშ ფიგუმ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 14 აპრ 2021, 23:03

2002 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა, ლუიშ ფიგუმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"ამ დროისთვის, საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპეა. გარდა იმისა, რომ ნიჭიერია და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა".

"თუ პროგრესირებას და განვითარებას გააგრძელებს, როგორც ფეხბურთელი, მაშინ ძალიან დიდხანს იქნება საუკეთესო", - განაცხადა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, პარიზულ კლუბს იგი "მონაკოდან" შეუერთდა.

ცნობისთვის, მბაპეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება და ჯერჯერობით, მის გახანგრძლივებაზე კლუბთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია.

"საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი მინახავს", - ნეიმარმა ერთმანეთს მესი და მბაპე შეადარა