ავტორიზაცია

გვარდიოლა: "პსჟ? ახლა მათზე არ ვფიქრობ, რადგან 1/2 ფინალში გასვლას აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, ღვინით"

გვარდიოლა: "პსჟ? ახლა მათზე არ ვფიქრობ, რადგან 1/2 ფინალში გასვლას აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, ღვინით"
თარიღი 15 Apr 2021, 03:34

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "სიტიმ" "დორტმუნდი" მეორე მატჩშიც 1:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, 1/2 ფინალში მეორედ გავიდა და ეს გასაოცარი გრძნობაა ჩემთვის. 

ამ ტურნირზე, გუნდს დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა ჩვენ ახლა ვიწყებთ ისტორიის წერას.

ვაპირებთ, რომ გავიდეთ "პსჟ"-სთან და კარგი თამაში ვაჩვენოთ, თუმცა ახლა ფრანგულ გუნდზე არ ვფიქრობ, რადგან 1/2 ფინალში გავედით და აღნიშვნას ვაპირებ. ვახშამი კლუბის წევრებთან ერთად და რა თქმა უნდა, ღვინო.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ვფიქრობ, რომ "სიტიმ" კარგად წარმოაჩინა თავი თუ პირველ 10 წუთს არ ჩავთვლით", - განაცხადა გვარდიოლამ.

VIDEO: 17 წლის ბელინგემმა სიტის გაუტანა - ამ ანგარიშით გვარდიოლას გუნდი ლიგას ეთიშება