ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ეროვნული ლიგა - თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი
თარიღი 15 აპრ 2021, 14:49

მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს GOAL.GE ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად კი გამოკითხვა ტარდება, სადაც გულშემატკივრებს 5 გოლიდნ საუკეთესოს არჩევა შეუძლიათ.

ჩვენი ვერსიით, ეროვნული ლიგის თვის სუკეთესო ფეხბურთელი "დინამო ბათუმის" მცველი ოლექსანდრ აზაცკი გახდა.

ბათუმმა გასულ თვეს ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა და ამაში აზაცკიმ უდიდესი წვლილი შეიტანა.

"სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული და მოხარული ვარ, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და მადლობა ამისთვის. ამ ჯილდოს მთელს გუნდს ვუზიარებ, რადგან ყველას დამსახურებაა, რომ ბათუმი კარგ საფეხურზე დგას და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ჩემპინონობაა", - გვითხრა აზაცკიმ.

გულშემატკივრებმა კი თვის საუკეთესო გოლად "სამტრედიას" ფეხბურთელის, გიგი იოსელიანის მიერ "ლოკომოტივში" გატანილი გოლი დაასახელეს. იოსელიანმა ხმების 60.27% დაიმსახურა და სპეციალური ჯილდოც მიიღო.

"დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, იმ ჩემი გოლი დააფასა და ხმა მისცა, თუმცა მთავარი გუნდური შედეგია. მძიმე სტარტი გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ვპროგრესირებთ და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. იდეაში, მიზანი ეროვნულ ლიგაში დარჩენაა, თუმცა მადა ჭამაში მოდის და სეზონის მიმდინარეობა ყველაფერს გვანახებს", - გვითხრა იოსელიანმა.

 

ეროვნული ლიგა - მარტის ტოპ 5 გოლი - ხმა მიეცით საუკეთესოს