რამდენი მატჩი სჭირდება ჩისკოს იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში გადავიდეს?

"დინამო თბილისის" ყოფილი თავკაცი ჩისკო მუნიოსი ინგლისში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ჩისკოს "უოტფორდს" 82 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.
უახლოეს მდევრებს ესპანელი სპეციალისტი 7 ქულით ასწრებს, რაც კომფორტული უპირატესობაა.
დარჩენილ 5 ტურში ჩისკოს მაქსიმუმ 8 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში ოფიციალურად გადავიდეს.
თუმცა თუ "უოტფორდის" კონკურენტებიც ქულებს დაკარგავენ, რისი ალბათობაც დიდია, ჩისკო პრემიერ ლიგაში მინიმალური ქულების მოპოვების შემთხვევაშიც გადავა.