ავტორიზაცია

სოლსკიაერმა ახნს, თუ რატომ გაუშვა მანჩესტერმა ჯესი ლინგარდი ვესტ ჰემში

სოლსკიაერმა ახნს, თუ რატომ გაუშვა მანჩესტერმა ჯესი ლინგარდი ვესტ ჰემში
თარიღი 15 აპრ 2021, 15:01

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, „ვესტ ჰემში“ იჯარით მოასპარეზე ფეხბრუთელის, ჯესი ლინგარდის თამაში შეაფასა.

„ტრანსფერის შემდეგ ჯესი შეუდარებელია. შეგვეძლო ეგოისტურად გვემოქმედა და დაგვეტოვებინა, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა თავისი როლი. ჯესი - ფანტასტიკური ბიჭია, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთგულებას ინარჩუნებს, არასდროს უწუწუნია და არც პრობლემები შეუქმნია. მან თავდაუზოგავად იშრომა და დაიმსახურა ეს შესაძლებლობა იმის გამო, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მთელი ცხოვრების მანძილზე გაუკეთებია.

მისი დაბრუნება გაგვიხარდება. იმედია, ასეთ თავდაჯერებულ და კარგად მოთამაშე ლინგარდს ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანენ. იმედი მაქვს, რომ ის ჩემპიონატის ბოლო ნაწილსაც ასე კარგად ჩაატარებს.“ - აღნიშნა სოლსკიაერმა.

„ვესტ ჰემში“ გადასვლის შემდეგ, ლინგარდმა პრემიერ ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.