ავტორიზაცია

მორიგი სანახაობრივი მატჩი სამტრედიაში და საბურთალოს გამარჯვება [VIDEO]

თარიღი 15 აპრ 2021, 18:04

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "სამტრედიასა" და "საბურთალოს" შორის.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე გახსნეს, თავი დემჩენკომ გამოიჩინა.

მე-18 წუთზე რუხაძემ გაათანაბრა, თუმცა ტაიმის მიწურულს დემჩენკომ "საბურთალო" კვლავ წინ გაიყვნა.

მეორე ტაიმის სტარტზე გიგი იოსელიანის ჩაწოდებას ნათან ჯუნიორის გოლი მოჰყვა.

სამტრედიელებმა ეს ანგარიში დიდხანს კვლავ ვერ შეინარჩუნეს, 52-ე წუთზე დემჩენკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და "საბურთალოს" მოაგებინა - 2:3