ავტორიზაცია

ასტონ ვილამ როს ბარკლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ასტონ ვილამ როს ბარკლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 15 აპრ 2021, 19:35

„ასტონ ვილა“ „ჩელსის“ ნახევარმცველის, როს ბარკლის გამოსყიდვას არ აპირებს.

teamTALK-ის ინფორმაციით, „ვილას“ ხელმძღვანელობამ „ჩელსის“ თავისი გადაწყვეტილება უკვე შეატყობინა. 2020/21-სეზონის დასრულების შემდეგ, ბარკლი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ბარკლიმ „ვილას“ მაისურით 19 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

თავიდან ინგლისელი კარგად იწყებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და მოლოდინს ვერ ამართლებს.