ავტორიზაცია

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ტრავმა მიიღო და ევრო 2020-ს გამოტოვებს

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ტრავმა მიიღო და ევრო 2020-ს გამოტოვებს
თარიღი 15 აპრ 2021, 20:21

"ვულვერჰემპტონისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, პედრო ნეტომ სერიოზული ტრავმა მიიღო, იუწყება "მგლების" ოფიციალური საიტი.

თავდამსხმელს მუხლის დაზიანება აღენიშნება, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

როგორც აღინიშნება, 21 წლის თავდამსხმელს ოპერაციას ამ კვირაში გაუკეთებენ.

ასე და ამგვარად, პორტუგალიელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და ევრო 2020-საც გამოტოვებს. ნეტო მომდევნო სეზონის სტარტისთვის იქნება მზად.