ავტორიზაცია

გიოტცემ აგენტი შეიცვალა და ზაფხულში პსვ-ს დატოვებას აპირებს

გიოტცემ აგენტი შეიცვალა და ზაფხულში პსვ-ს დატოვებას აპირებს
თარიღი 15 აპრ 2021, 20:27

"პსვ"-ს თავდამსხმელი, მარიო გიოტცე ჰოლანდიური კლუბის დატოვებას აპირებს.

28 წლის გერმანელმა აგენტი უკვე შეიცვალა და უფრო ძლიერ ევროპულ ლიგაში გეგმავს ასპარეზობას, წერს Sky Germany.

ჰოლანდიის ჩემპიონატში გიოტცემ 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ეინდჰოვენელთა შემტევს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, გიოტცეს სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს.