ავტორიზაცია

ბარსელონა ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე ორი მცველით ინტერესდება

ბარსელონა ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე ორი მცველით ინტერესდება
თარიღი 15 აპრ 2021, 22:51

"ბარსელონამ" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მცველები იყიდოს.

როგორც ჰოლანდიური გამოცემა Voetbal International იტყობინება, საუბარია ლისანდრო მარტინესსა და მარკოს სენესიზე.

23 წლის მარტინესის სატრანსფერო ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს, 23 წლის სენესის კი - 20 მილიონს.

30 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 65 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება.