ავტორიზაცია

ლაიფციგს ნაგელსმანის შენარჩუნება უნდა და დიდი ფასი დაადო

ლაიფციგს ნაგელსმანის შენარჩუნება უნდა და დიდი ფასი დაადო
თარიღი 15 Apr 2021, 22:56

"ლაიფციგმა" მთავარ მწვრთნელ იურგენ ნაგელსმანს დიდი ფასი დაადო, რათა მისი გადაბირება ვერავინ შეძლოს, წერს Sport1.de.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს სპეციალისტთან განშორება არ უნდა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც აღინიშნება, "ლაიფციგი" ნაგელსმანს 15-20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს. მისით აქტიურად ინტერესდება "ბაიერნი".

28 ტურის შემდეგ, "ლაიფციგი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბაიერნს" 5 ქულით ჩამორჩება.