ავტორიზაცია

სპორტინგს მანჩესტერ სიტის მცველის შესყიდვა სურს

სპორტინგს მანჩესტერ სიტის მცველის შესყიდვა სურს
თარიღი 16 აპრ 2021, 12:19

"მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფი მცველი, პედრო პორო, რომელიც ამჟამად იჯარით "სპორტინგში" თამაშობს, შეიძლება ლისაბონურ კლუბში დარჩეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Goal.com ავრცელებს.

როგორც იწერება, პორტუგალიური კლუბი 21 წლის ესპანელის თამაშით კმაყოფილია და ფეხბურთელის შესყიდვა უნდა.

მიმდინარე სეზონში პორომ "სპორტინგის" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.