ავტორიზაცია

"ერთხელაც, სერია ა-ში თამაშს ვისურვებდი", - ტალიაფიკო ინტერის მხრიდან ინტერესს გამოეხმაურა

"ერთხელაც, სერია ა-ში თამაშს ვისურვებდი", - ტალიაფიკო ინტერის მხრიდან ინტერესს გამოეხმაურა
თარიღი 16 აპრ 2021, 12:30

"აიაქსის" მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო მისდამი "ინტერის" ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"როცა შენს სახელს ასეთ გუნდს უკავშირებენ - წარმოუდგენელია. "ინტერი" უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია. ჩემი კუმირი ხავიერ ძანეტია, რომელსაც თითქმის მთელი კარიერა "ინტერში" აქვს გატარებული".

"მომწონს, რომ ჩემით "ინტერი" ინტერესდება, მაგრამ რეალისტი ვარ და მირჩევნია იმაზე ვიყო კონცენტრირებული, რაც ახლა ხდება. "აიაქსში" ყოფნა მომწონს, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში".

"ცხადია, იტალიური გვარი მაქვს, ჯენოასა და კალაბრიას უკავშირდება. ერთხელაც, იტალიის ჩემპიონატში თამაშს ვისურვებდი", - ციტირებს ტალიაფიკოს სიტყვებს Football Italia.

2020/21 წლების სეზონში ტალიაფიკომ "აიაქსის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 28 წლის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.