ნაპოლიმ უდინეზეს ნახევარმცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა
"უდინეზეს" ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული ზაფხულში შეიძლება "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდეს.
ამის შესახებ უდინელთა ვიცე-პრეზიდენტმა, სტეფანო კამპოჩიამ Radio Marte-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ნაპოლის" პრეზიდენტ დე ლაურენტისს ესმის, რამდენად მაგარი ფეხბურთელია დე პაული. არგენტინელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, მაგრამ რაიმეზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა", - თქვა კამპოჩიამ.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 26 წლის არგენტინელმა 29 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა.