ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის გრანდები ფულემის მცველს აკვირდებიან

პრემიერ ლიგის გრანდები ფულემის მცველს აკვირდებიან
თარიღი 16 აპრ 2021, 12:40

"ფულემისა" და დანიის ნაკრების მცველი, იოაჰიმ ანერსენი პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბების ინტერესთა სფეროშია მოქცეული, წერს bt.dk.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის უკანახაზელით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.

მომდევნო კვირაში აგენტები ზემოთნახსენები კლუბების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. აღინიშნება, რომ სიტუაციას "ჩელსი" და "ლესტერიც" ადევნებენ თვალყურს.

მიმდინარე სეზონში ანერსენი "ფულემის" რიგებში იჯარით ირიცხება, მისი კონტრაქტი "ლიონს" ეკუთვნის. პრემიერ ლიგაში მან 26 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი გააკეთა.