ავტორიზაცია

ბრუნო ფერნანდეში: "ძალიან კარგად ვკომბინირებდით, მატჩის შედეგი ამას ასახავს"

ბრუნო ფერნანდეში: "ძალიან კარგად ვკომბინირებდით, მატჩის შედეგი ამას ასახავს"
თარიღი 16 აპრ 2021, 13:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ევროპა ლიგაზე "გრანადასთან" (2:0) მოგებული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შედეგი თამაშის დონეს ასახავს.

"კარგი მატჩი იყო. ევროპა ლიგაზე თამაში ყოველთის რთულია - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი მეტოქე. ვიცოდით, რომ "გრანადა" კარგი დონის გუნდია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ხიფათის შექმნა. მაგრამ გავუმკლავდით".

"ვფიქრობ, თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ძალიან დიდხანს ვფლობდით ბურთს. ძალიან კარგად ვკომბინირებდით. რეალურად, შედეგი ამას ასახავს", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ფერნანდეშის სიტყვებს.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ "აიაქსი" გამოთიშა ტურნირს.