ავტორიზაცია

"ტურნირს უკეთესი გუნდი გამოეთიშა", - ტენ ჰაგი რომასთან მარცხით იმედგაცრუებულია

"ტურნირს უკეთესი გუნდი გამოეთიშა", - ტენ ჰაგი რომასთან მარცხით იმედგაცრუებულია
თარიღი 16 აპრ 2021, 15:01

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ევროპა ლიგაზე "რომასთან" (1:1, 2:3 - საერთო ჯამში) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ეს დიდი იმედგაცრუებაა. დაპირისპირების საუკეთესო გუნდი გამოეთიშა ტურნირს. გუნდი, რომელიც ორივე მატჩში დომინირებდა. სამწუხაროა. როგორც გასულ კვირაში, უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზაციამ გვიმტყუნა".

"მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ პირველ ტაიმშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე შესანიშნავი მომენტი შევქმენით. ძალიან მიმზიდველი თამაში ვაჩვენეთ. ბრაიან ბრობეიმ სწორედ ის გააკეთა, რასაც ველოდით. მოედანზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ვილიარეალი" "არსენალს" დაუპირისპირდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი "რომას". პირველი მატჩები 29 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 6 მაისს.