» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლეგიონერების მონაგარი: დვალიშვილის წარუმატებელი დებიუტი



დანია - დანიის სუპერლიგაში ლადო დვალიშვილის დებიუტი შედგა. დვალიშვილის "ოდენსე" დანიური ფეხბურთის გრანდს," კოპენჰაგენს" დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა(1-0). დვალიშვილი თამაშში 70 წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი კი, 5 ქულით 10  ადგილზეა. საფრანგეთი - საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლუკა კიკაბიძის "ბასტიამ" მნიშვნელოვანი ქულა აიღო. კლოდ მაკელელეს შეგირდები სტურადმ, "ბორდოს" დაუზავდნენ(1-1). კიკაბიძე განაცხადში არ იყო. "ბასტიას" 5 ქულა აქვს და 13 ადგილზე იმყოფება. იტალია - იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში, გიორგი ჭანტურიას "ვერონა" "ატალანტას" ესტუმრა და პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში(0-0). ჭანტურია განაცხადში არ იყო. "ვერონა" 14 ადგილზეა. ირაკლი შეყილაძის, რომან ჭანტურიას და ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 2-0 წააგო "უდინეზესთან" და ბოლო ადგილზეა. მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში  იყო და 83 წუთზე შეცვალეს, შეყილაძე თადარიგში იყო, ხოლო ჭანტურია განაცხადს მიღმა დარჩა. ჰოლანდია - გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" მორიგი მარცხი განიცადა ჰოლანდიის ჩემპიონატში. ამჯერად, არნემელები "პსვ"-თან დამარცხდნენ(2-0). კაშიამ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო ყაზაიშვილი 60 წუთზე შეცვალეს. "ვიტესი" ბოლოსწინა ადგილზეა. ფინეთი - ფინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ირაკლი სირბილაძის "ინტერი" "ლაჰტის" დაუზავდა(0-0). სირბილაძემ სრულად ითამაშა. ტურკუელებს 28 ქულით 10 ადგილი უკავიათ. უნგრეთი - უნგრეთის ჩემპიონატში გამარჯვება იზეიმა გიორგი ქვილითაიას "დიორმა". დიორელებმა შინ, დრამატულ მატჩში 4-3 დაამარცხეს დუნაუვორაშის "პაშე". ქვილითაია განაცხადს მიღმა დარჩა. "დიორს" 7 ქულა აქვს და 7 საფეხურზე იმყოფება. სომხეთი - სომხეთის პრემიერლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა ერევნის "ულისმა", რომლის ღირსებას ზამირ ჯანაშია და გელა ხუბუა იცავენ. ერენელებმა ამჯერად, "ალაშკერტს" სძლიეს(0-2). "ულისე" გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს. აზერბაიჯანი - აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პირველი მარცხი განიცადა გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა". ზაქათალელები ბაქოში, ადგილობრივ "ნეფთჩისთან" დამარცხდნენ(2-1). ჩიხრაძის გუნდი 3 ადგილზეა. ნორვეგია - გიორგი გოროზიას დებიუტი კვლავ გადაიდო. ახალგაზრდა ნახევარმცველის "სტაბეკმა" შინ, აუტსაიდერ "ულფ"-თან ფრედ ითამაშა(1-1). გოროზია სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი, 27 ქულით 9 პოზიციაზე იმყოფება. ბელარუსი - სანდრო გურულის "შახტიორმა" დრამატულ ბრძოლაში 3-2 წააგო შინ, მინსკის "დინამოსთან" .გურული ძირითად შემადგენლობაში იყო და 45 წუთზე შეცვალეს. "შახტიორმა" სეზონი 4 ადგილზე დაასრლა და ფლეი - ფოში ითამაშებს. ქართული დერბი შედგა მოგილევის "დნეპრსა" და "სლუტსკის" შორის გამართულ მატჩში. "დნეპრი" შინ, 1-0 დამარცხდა. მასპინძლებში სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღ ნიკა მნათობიშვილმა, ხოლო ოთარ არველაძის განაცხადში არ იყო. სტუმართა რიგებში 55 წუთი გაატარა მინდორზე უჩა გოგოლაძემ. "დნეპრმა" სეზონი 12 ადგილზე დაასრულა, ხოლო "სლუტსკი" 9 იყო. ორივე გუნდი ფლეი - აუტში ითამაშებს. გურამ მაღალდაძის "ბელშინამ "სტუმრად 1-0 დაამარცხა "მინსკი". მაღალდაძე თამაშში 40 წუთზე ჩაერთო. "ბელშინამ" გათამაშება 11 ადგილზე დაასრულა და ფლეი - აუტში იასპარეზებს. ზაზა ჭელიძის "გომელმა" სტუმრად 0-0 ითამაშა "ჟოდინოსთან". ჭელიძე განაცხადში არ იყო. "გომელმა" სეზონი 5 საფეხურზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის ფლეი - ოფში იბრძოლებს. პორტუგალია - პორტუგალიის პრიმიერა ლიგის მორიგ ტურში, ავთანდილ ებრაძის "ჟილ ვისენტე " "მარიტიმუს" დაუხვდა და 2-1 დამარცხდა. ებრალიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. ებრალიძის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა. პოლონეთი - პოლონეთის 1 ლიგაში, ირაკლი ღერკენაშვილის "სანდენიცა" 2-0 დამარცხდა "სვინაუსჩიესთან". "სანდენიცას" 6 ქულით 10 ადგილი უკავია. უკრაინა - უკრაინის პრემიერლიგაში ჯაბა კანკავას "დნიპრომ" შინ ვერ მოუგო პოლტავის "ვორსკლას"(1-1). კანკავამ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "დნიპრო" 2 ადგილზეა. ჯაბა ლიპარტიას და გიული მანჯგალაძის "ზარია", სანდრო კობახიძის და თემურ ფარცვანიას "ვოლინს" დაუხვდა და 2-1 დამარცხდა. ლუგანსკელთა მხრიდან, ლიპარტია თამაშში 57 წუთზე ჩაერთო, ხოლო მანჯგალაძე განაცხადში არ იყო. რაც, შეეხება კობახიძეს და ფარცვანიას, არც ერთი ფეხბურთელი განაცხადში არ იყო. "ზარიას" 4 ქულით 11 ადგილი უკავია, "ვოლინი" კი, 6 ქულით 8 პოზიციაზეა. რუსეთი - რუსეთის თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა "ტოსნომ", რომლის ღირსებასაც ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, მიხაილ გორელიშვილი და ოთარ მარცვალაძე იცავენ. "ტოსნომ" 4-1 გაანადგურა "კოლომნა". მერაბ ურიდიას "ვოლგა" კი, გათამაშებას გამოეთიშა. ნიჟნი - ნოვგოროდელები 2-0 დამარცხდნენ "ფაკელთან". ურიდიამ სრულად ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"რონალდო ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო, მე კი იგივეს ლეოსთვის ვცდილობდი", - რონალდინიო

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რონალდინიო გაუჩომ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:38

ნეიმარი მბაპეს წინააღმდეგ - პსჟ ორ ბანაკად დაიყო

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენში" ფეხბურთელებს შორის სერიოზული განხეთქილება მძვინვარებს.

დღეს, 00:14

პოგბა ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, ტრანსფერი ახლოვდება

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

დღეს, 00:03

მანჩესტერი იუვენტუსის 3 ფეხბურთელით დაინტერესდა

Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" ერთბაშად სამი ფეხბურთელით დაინტერესდა.

გუშინ, 23:41

"იგუაინი ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანია", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯი კიელინიმ გონსალო იგუაინის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:29

ბარსელონამ დორტმუნდს ფატის თაობაზე პასუხი შეუთვალა

Mundo Deportivo-ს თანახმად,"ბარსელონას" თავდამსხმელი, ანსუმანე ფატი დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესების სფეროში მოექცა.

გუშინ, 23:15

დემბელე იჯარით სერია ა-ში?

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს სერია ა-ში საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 23:05

ოფიციალურად: გერმანიის თასის განახლების თარიღი ცნობილია

გერმანიის თასის ოფიციალურმა ტვიტერმა ტურნირის განახლების თარიღი დაასახელა. შეგახსენებთ,

გუშინ, 22:50

მესი: "გული დამწყდა, რომ ეს ტურნირი გადაიდო"

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ერთ-ერთი გადადებული ტურნირის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:39

კოუტინიო ყოფილ კლუბში?

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი,

გუშინ, 22:26

ინტერმა ბარსელონას თავისი პირობები გააცნო

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მილანის "ინტერმა" "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით პირობებით მიმართა.

გუშინ, 22:19

7 ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსს არ სჭირდება

Tuttosport-მა დაასახელა ის შვიდი ფეხბურთელი, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო შავ სიაში ფიგურირებს.

გუშინ, 20:53

"მინდა რომ იუვეში ქაოსმა დაისადგუროს", - ლიონის სამწვრთნელო შტაბის წევრის წყევლა

ლიონის "ოლიმპიკის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა, პაოლო რონგონიმ ტურინის "იუვენტუსის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:34

მანჩესტერს სესხი დაუმტკიცეს - ტრანსფერები ახლოვდება

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სესხი დაუმტკიცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

გუშინ, 20:21

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წლის ყველაზე პოპულარული კლუბი გამოავლინეს

Sports & Finance-მა სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის 2020 წლის ყველაზე პოპულარული კლუბი გამოავლინა.

გუშინ, 19:52

"მესის ჯორდანთან ბევრი საერთო აქვს", - ბილია

არგენტინის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ლუკას ბილიამ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:17

ჰენდერსონი: "სეზონის უცნაური დასასრული გველის"

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:03

კოვაჩი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 18:43

არტურმა ბარსელონასა და იუვენტუსს საბოლოო პასუხი შეუთვალა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

გუშინ, 18:27

"სანჩო დიდი ტალანტია და უდიდეს პოტენციალს ფლობს", - ბაიერნის მწვრთნელი

"ბაიერნის" მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

გუშინ, 16:35

რამოსის მეუღლის სექსუალური ფოტო: ის ქმარზე 8 წლით უფროსია

პილარ რუბიომ, "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მეუღლემ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ, 15:46

მანჩესტერ სიტის სანეს პოტენციური შემცვლელის ფასი შეუთვალეს

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

გუშინ, 15:39

ვილიანისთვის ზაფხულში ორი კლუბი იბრძოლებს

მოგეხსენებათ, "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველს, ვილიანს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 15:30

"წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია", - კანი სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

გუშინ, 15:27

თარიღი და ცვლილება ფორმატში - საქართველოს ჩემპიონატის განახლების დეტალები

კორონავირუსის გამო, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე 2 თვეზე მეტია შეჩერებულია.

გუშინ, 15:17

"მესი მის შევსებას შეძლებს", - არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლაუტაროზე საუბრობს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

გუშინ, 14:53

იუვენტუსი პიანიჩს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სურს.

გუშინ, 14:47

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სატრანსფერო ბრძოლა მოუგო

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 წლის ინგლისელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლა მოუგო.

გუშინ, 14:38

"არ მესმის, რატომ მისტვენენ რეალის გულშემატკივრები", - ბეილის ემოციური განცხადება

"რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კლუბის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

გუშინ, 14:31

კოუტინიოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

გუშინ, 13:55
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10