ავტორიზაცია

სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა გრანადასთან მატჩის შესვენებაზე პოგბა

სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა გრანადასთან მატჩის შესვენებაზე პოგბა
თარიღი 16 აპრ 2021, 15:06

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ნახევარმცველ პოლ პოგბას შეცვლა ევროპა ლიგაზე "გრანადასთან" (2:0) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შესვენებაზე.

"ზოგჯერ პოლს ძალიან უნდა თამაში. მას შემდეგ, რაც ყვითელი ბარათი უჩვენეს, კიდევ რამდენიმე ვარდნა განახორციელა, ჩავთვალე, რომ არ უნდა გაგვერისკა, მიუხედავად მისი კარგი თამაშისა", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Goal.com.

ევროპა ლიგის ორი მეოთხედფინალური მატჩის საერთო ჯამში 1/2 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა, სადაც "რომას" დამარცხებას ეცდება.

რაც შეეხება რანგით მეორე ევროთასის მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას, იქ ერთმანეთს "ვილიარეალი" და "არსენალი" შეხვდებიან.