ავტორიზაცია

VIDEO: 4 გოლი 11 წუთში! - დინამომ თბილისურ დერბიში ლოკომოტივი დაამარცხა

თარიღი 16 Apr 2021, 19:03

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დინამო" თბილისურ დერბიში დაუპირისპირდა "ლოკომოტივს" და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ანგარიში გაიხსნა 74-ე წუთზე, ანზორ მექვაბიშვილის გოლით, ექვს წუთში კი ზორან მარუშიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, გიორგი კველაძის ავტოგოლის შემდეგ კი სხვაობა გამანადგურებელი გახდა.

"ლოკომოტივის" მხრიდან ერთადერთო გოლი გაიტანა გურამ კაშიამ, რომელსაც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.

ცხრა ტურის შემდეგ, "დინამო" 22 ქულით არის პირველ ადგილზე და უახლოეს მდევარს, ბათუმის "დინამოს" ოთხი ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ლოკომოტივს", 14 ქულით მეხუთე ადგილი.

დინამო თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელის ბრწყინვალე მოძრაობები სამტრედიასთან

VIDEO: კაშიას მორიგი გოლი ეროვნულ ლიგაში! - გურამმა ამჯერად სამგურალის კარი აიღო