ავტორიზაცია

ჯესი ლინგარდმა ტრავმა მიიღო

ჯესი ლინგარდმა ტრავმა მიიღო
თარიღი 17 აპრ 2021, 18:46

ლონდონის „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა, „ნიუკასლთან“ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

თამაშის მიწურულს, ჯესიმ ტკივილი იგრძნო და მოედნიდან გასვლა იძულებით მოუწია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გამოტოვებს ინგლისელი შემტევი. სახასიათოა, რომ ბოლო პერიოდში ეს „ვესტ ჰემის“ უკვე მე-4 წამყვანი ფეხბურთელის ტრავმაა. აქამდე, დაზიანების გამო გუნდს აარონ კრესუელი, დეკლან რაისი და მაიკლ ანტონიო გამოაკლდა.

„ვესტ ჰემი“ „ნიუკასლთან“ 2:3 დამარცხდა და არაა გამორიცხული, ამ მარცხმა გუნდს 4-ში შესვლაში შეუშალოს ხელი.