ავტორიზაცია

ცენტრალურ მატჩში დილამ ბათუმი დაამარცხა [VIDEO]

თარიღი 17 Apr 2021, 20:17

ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში გორის "დილა" "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ირაკლი ბუღრიძის პასით გახსნა.

89-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, ბოლო წუთზე კი მამუჩაშვილმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

9 ტურის შემდეგ ბათუმს 19 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, გორი კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.