ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი სეზონის ბოლოს მიუნხენის ბაიერნს დატოვებს

ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი სეზონის ბოლოს მიუნხენის ბაიერნს დატოვებს
თარიღი 17 აპრ 2021, 20:34

მიუნხენის „ბაიერნმა“ მწვრთნელის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად მწვრთნელმა დაადასტურა: „ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს ეს პირადად ჩემგან გაეგო. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა.“ - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Goal.com.

გერმანელს გუნდიდან წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა პრესა ვარაუდობს, რომ ეს სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტის გამო მოხდა.

უდიდესი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფლიკი გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს, რომლიდანაც იოაჰიმ ლიოვის წასვლა ოფიციალურად დადასტურებულია.