ავტორიზაცია

ვალენსია სეზონის დასრულების შემდეგ ხავი გრასიას გაათავისუფლებს

ვალენსია სეზონის დასრულების შემდეგ ხავი გრასიას გაათავისუფლებს
თარიღი 17 აპრ 2021, 22:48

"ვალენსიას" მთავარ მწვრთნელს, ხავი გრასიას 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ, წერს Mundo Deportivo.

კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალისტის გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა გრასიას 2022 წლი ივლისში ეწურება.

"ღამურები" ამ დროისთვის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 მატჩში მოპოვებული 34 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ.