ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი მზად არის გრილიშის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

მანჩესტერ სიტი მზად არის გრილიშის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს
თარიღი 17 აპრ 2021, 22:50

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "ასტონ ვილას" ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, წერს Football Insider.

25 წლის ინგლისელმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა ბირმინგემულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე. მისი კლაუსულა 100 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"ასტონ ვილას" ლიდერი ზაფხულისთვის "ქალაქელთა" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მიმდინარე სეზონში გრილიშმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.