ავტორიზაცია

ალეგრი მზად არის იუვენტუსში დაბრუნდეს, თუმცა ერთი პირობით

ალეგრი მზად არის იუვენტუსში დაბრუნდეს, თუმცა ერთი პირობით
თარიღი 18 აპრ 2021, 19:28

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მზად არის ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლოს, წერს Il Giornale.

ტურინელთა ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სახით, 53 წლის სპეციალისტის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს, სეზონის ბოლოს ანდრეა პირლოს გათავისუფლების შემთხვევაში.

ალეგრის მთავარი მოთხოვნა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩისა და ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედის გათავისუფლებაა. სწორედ მათ შეუწყეს ხელი 2019 წელს მის გათავისუფლებას და მაურისიო სარის დანიშვნას.

ალეგრიმ ტურინულ გრანდში 2014 წლიდან 2019 წლამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი იტალიის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ოთხჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ - იტალიის სუპერთასი.