ავტორიზაცია

არსენალის თავდამსხმელი ზაფხულში შესაძლოა ვესტ ჰემში გადავიდეს

არსენალის თავდამსხმელი ზაფხულში შესაძლოა ვესტ ჰემში გადავიდეს
თარიღი 18 აპრ 2021, 19:38

"ვესტ ჰემი" "არსენალის" თავდამსხმელ ედვარდ ნკეტიას შეძენითაა დაინტერესებული, წერს Yahoo!Finance.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" ფეხბურთელს იანვრიდან აკვირდებიან, მაგრამ "მეთოფეებმა" ტრანსფერის თაობაზე ყველა შეთავაზება იუარეს.

სიტუაცია შესაძლოა მას შემდეგ შეიცვალოს, რაც "არსენალმა" ფოლერინ ბალოგანს გაუხანგრძლივა კონტრაქტი.

ზაფხულში "ვესტ ჰემი" 21 წლის თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას ეცდება.

მიმდინარე სეზონში ნკეტიამ პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.