ავტორიზაცია

ლესტერი ჩელსის თავდამსხმელს უმიზნებს

ლესტერი ჩელსის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 18 აპრ 2021, 20:03

"ლესტერი" "ჩელსის" თავდამსხმელ ტემი აბრაჰამით ინტერესდება, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "მელიები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 23 წლის ინგლისელის დამატებას გეგმავენ.

როგორც აღინიშნება, თავის მხრივ, "არისტოკრატები" მზად არიან ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვან.

2020/21 წლების სეზონში აბრაჰამმა "ჩელსის" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.