ავტორიზაცია

კოპა დელ რეის მოგების შემდეგ, ლაპორტამ ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა

კოპა დელ რეის მოგების შემდეგ, ლაპორტამ ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა
თარიღი 18 აპრ 2021, 20:48

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდიდან კაპიტან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, გუშინ, კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაო" გაანადგურა - 4:0.

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. "ბარსელონასთანაა" დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, გუნდში დარჩენა უნდა. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია".

"ესპანეთის თასის ფინალში დავინახეთ, რომ კარგი გუნდი ჰყავს. ყოველთვის ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.

33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მესიმ ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. ლეოს ხელში ჩაგდებით "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულები.

VIDEO: გოლი, რომელიც მესის ახალგაზრდობას გაგახსენებთ - ლეოს შედევრი თასის ფინალში