ავტორიზაცია

ნიუკასლს არსენალიდან იჯარით დამატებული ნახევარმცველის შენარჩუნება უნდა

ნიუკასლს არსენალიდან იჯარით დამატებული ნახევარმცველის შენარჩუნება უნდა
თარიღი 18 აპრ 2021, 21:41

"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ "არსენალიდან" იჯარით დამატებული ნახევარმცველის, ჯო უილოკის შენარჩუნება უნდა.

"ჯოს შენარჩუნება გვსურს. ეს არის ფეხბურთელი, რომლის გარშემოც გუნდის აგებაა შესაძლებელი. მართალია, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Metro.

უილოკი "კაჭკაჭებს" "მეთოფეების" რიგებიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, 21 წლის ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.