ავტორიზაცია

უღიმღამო მადრიდული დერბი - რეალმა სტუმრად ქულები დაკარგა

უღიმღამო მადრიდული დერბი - რეალმა სტუმრად ქულები დაკარგა
თარიღი 19 აპრ 2021, 00:56

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუზავდა - 0:0.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაიმართა. „რეალი“ მოედანზე ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო შესუსტებული გამოვიდა და ამის გამო, „ხეტაფემ“ პირველ ტაიმში სტუმართა კარის აქტიურად შეტევა გადაწყვიტა.

თუმცა, ტიბო კურტუამ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

მადრიდელთათვის სამწუხაროდ, შეტევაში გუნდს არაფერი გამოუვიდა და მატჩი ლოგიკურ ფრედ, 0:0 დასრულდა.

შედეგად, „რეალმა“ 67 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „ატლეტიკოსთან“ სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა, რომელმაც დღეს თავისი მატჩი დამაჯერებლად მოიგო.

მეტიც, „რეალმა“ შესაძლოა ლა ლიგაში მეორე ადგილიც კი დაკარგოს, თუ 22 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ საკუთარ კედლებში დაამარცხებს.