ავტორიზაცია

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ [განახლებადი]

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ [განახლებადი]
თარიღი 19 Apr 2021, 12:55

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა იცოდეთ.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის წამყვანმა 12-მა კლუბმა მოილაპარაკა და ახალი, შუა კვირებში გასამართი ევროტურნირი, ევროპის სუპერლიგა დააარსა.

ეს 12 კლუბია: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

უახლოეს პერიოდში, მათ შეუერთდებათ კიდევ 3 კლუბი, რომელიც ასევე დამფუძნებლის სტატუსს მოიპოვებს. ტურნირის მმართველები სწორედ ეს კლუბები იქნებიან.

სუპერლიგის პრეზიდენტი „რეალის“ მეთაური, ფლორენტინო პერესი იქნება, რომელიც უახლოეს პერიოდში ფიფასა და უეფასთან კომუნიკაციას და თანამშრომლობის შეთავაზებას აპირებს.

ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს - 15 დამაარსებელი და 5 მოწვეული. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12 დამაარსებელი კლუბის ვინაობაა ცნობილი, სავარაუდოდ მათ კიდევ 3 შეუერთდებათ.

1. თავდაპირველად შედგება 2 ჯგუფი, სადაც 10-10 გუნდი იქნება.

2. ფინალურ ეტაპებზე პირდაპირი წესით თითო ჯგუფიდან გავა 3-3 გუნდი.

3. ფინალურ ეტაპებზე ფლეი ოფის წესით ჯგუფიდან გავა 2 გუნდი (4-5 ადგილები გადავლენ ფლეი ოფში, საიდანაც 2 გუნდი გადავა ფინალურ ეტაპზე).

4. 1/8 ფინალების ნაცვლად, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე იყო, დაიწყება პირდაპირ 1/4 ფინალები, სადაც 8 საუკეთესო გუნდი დარჩება, შემდეგ 1/2 ფინალები და ბოლოს ფინალი.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ახალი ჩემპიონატი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.

ტურნირის მატჩები შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის დროს გაიმართება.

რაც შეეხება დასასრულს, სეზონი ტრადიციულად მაისში დასრულდება.

უეფა და ფიფა ამ ყველაფერს არ ეთანხმებიან და სუპერლიგაში მონაწილე გუნდებს სერიოზულ მუქარას უყენებენ: 12-ვე (და შემდგომში მეტიც) გუნდი, რომელიც სუპერლიგაში მიიღებს მონაწილეობას, ვერასდროს ითამაშებს უეფას ან ფიფას ეგიდით გასამართ ტურნირებში

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სეზონს ატარებენ. გარდა ამისა, ფიფა ამბობს, რომ მზადაა, თითოეული ის ფეხბურთელი, რომელიც სუპერლიგაში ითამაშებს, სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთიდან მოკვეთოს.

შესაბამისად, პირობითად ედენ აზარს, თუ სუპერლიგაში ითამაშებს, აკრძალული ექნება ბელგიის ნაკრების მაისურის მორგება ფიფას ეგიდით გასამართ მატჩებში - შესაბამისად, მას ყველა მსხვილი სანაკრებო ტურნირის გამოტოვებაც მოუწევს. 

თუ ეს პროექტი ჩავარდება, მადრიდის „რეალი", რომლის პრეზიდენტიც ამ ლიგის მთავარი ინიციატორია, ვერასდროს ითამაშებს უეფას ეგიდით გასამართ მატჩებში იქამდე, სანამ გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება.

Sky Sports წერს, რომ თავდაპირველად 15-ვე დამაარსებელი გუნდი 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, რათა ახალი ტურნირისთვის ინფრასტრუქტურა და სხვა საკითხები მოაგვარონ.

ამის შემდეგ ვარაუდობენ, რომ ტურნირის მოგება ყოველწლიურად 10 მილიარდი ევრო იქნება. თანხები თანაბრად გადანაწილდება და სეზონში, თითო მონაწილე გუნდს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო შეხვდება.

შედარებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე არა თუ რიგითი მონაწილე, არამედ გამარჯვებული გუნდი 100 მილიონ ევროსაც არ იღებს (ჩემპიონის საშუალო გამომუშავებული თანხა 60-80 მილიონი ევრო არის).

რომელია ის 3 გუნდი, რომელიც დამაარსებელთა შორის იქნება, მაგრამ ჯერჯერობით დასახელებული არ არის?

MARCA წერს, რომ ეს სამი კლუბია: "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პსჟ".

ამ საკითხში ყველაზე დიდ „მოღალატედ" უეფა „იუვენტუსის" პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის მიიჩნევს, რომელმაც ორიოდე კვირის წინ ტურნირის ახალი ფორმატით (რომელიც 2024-დან უნდა ამოქმედებულიყო) კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციის ზურგს უკან პერესთან მოქმედებდა. გარდა ამისა, ის უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის ქალიშვილის ნათლიაა.

ამ ეტაპზე, ქვეყნის ფედერაციები უეფას და ფიფას მხარეს იჭერენ - კერძოდ, თუ El Chiringuito TV იტყობინება, რომ ლა ლიგა „რეალს", „ბარსელონას" და „ატლეტიკოს" ტურნირიდან მოკვეთითაც კი დაემუქრა, თუ ამ იდეაზე უარს არ იტყვიან. იგივე ინფორმაციები ვრცელდება სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიდანაც.

რა წესით მიიწვევენ სუპერლიგაზე დანარჩენ 5 გუნდს?

ჯერჯერობით ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილი.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა გადაიდება, თუ გამარჯვება პირდაპირ „პსჟ-ს" გადაეცემა? (რომელიც ამჟამად ერთადერთია ოთხეულიდან, ვინც ორგანიზატორებს შორის არ ირიცხება) 

ამაზე გადაწყვეტილებას უეფა უახლოეს პერიოდში, ექსტრენულად გამართულ ყრილობაზე მიიღებს.

ოფიციალურად: დორტმუნდის ბორუსიამ დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტში არ(!!!) ერთვება და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ფორმატის მხარდამჭერი რჩება. 

 enlightenedNEW! ევროპის სუპერლიგის კლუბები ამ სეზონის ევროტურნირებიდან მოხსნილნი არ იქნებიან 

„რეალიც“, „ჩელსიც“, „მან.სიტიც“, „არსენალიც“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ თავიანთ კამპანიებს ბოლომდე მიიყვანენ.

devilნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის მუქარა: „თუ ჰოლანდი და ოდეგორი სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, მათთვის ეროვნული გუნდის კარი დაიხურება.“

🔴🔴 „მე სხვა საკითხებზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სუპერლიგის იდეა ევროპული ფეხბურთისთვის კარგი არ იქნება.“ - ჰანსი ფლიკი.  სუპერლიგაში მონაწილეობაზე მიუნხენიც ბაიერნიც უარს აცხადებს ❗

⚡⚡⚡ „ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში ითამაშებენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატიდან იქნებიან დისკვალიფიცირებულნი და სანაკრებო ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებენ." - უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი 

„არ ვიცოდით, გარშემო ამდენი გველი თუ გვყავდა - ახლა კარგად ვიცით. იურისტებისგან ვიღებთ რჩევას, რომ სუპერლიგის ორგანიზატორი გუნდები ამ სეზონშივე მოვკვეთოთ ევროტურნირებიდან.“ - ჩეფერინი.

enlightenedBREAKING: უეფას აღსრულების წევრი: „ეს კლუბები უნდა მოიკვეთონ და მე ველი, რომ ეს პარასკევს მოხდება.

შემდეგ კი ვნახოთ, როგორ დასრუდლება მიმდინარე ჩემპიონთა ლიგა.


სიახლე განახლებადია, ახალი ინფორმაციების გავრცელებისთანავე, აქ ყველაფერს შეიტყობთ...