ავტორიზაცია

აიაქსმა ონანასთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა

აიაქსმა ონანასთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა
თარიღი 20 აპრ 2021, 12:11

"აიაქსის" ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ გუნდის მეკარე, ანდრე ონანა შეიძლება კლუბიდან წავიდეს.

"მოლაპარაკებები შეჩერებულია. შეიძლება, ივლისში წასვლა სცადოს. ვწუხვართ, რომ აღნიშნული საკითხი ვერ გადავწყვიტეთ", - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს ESPN.

2021 წლის თებერვალში ონანა ანტიდოპინგური წესის დარღვევის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის კამერუნელმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და საკუთარი კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.